სამინისტროებმა და სსიპ-ებმა ხუთ თვეში რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
პოლიტიკა - 14:49, 21 Jul, 2015     886

სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის იანვარი-მაისის პერიოდში სარეკლამო რგოლების დამზადებასა და სხვადასხვა ტელევიზიებში მათ განთავსებაზე მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს.

ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

„სარეკლამო რგოლების დამზადებაში ჯამში 199,521 ლარი დაიხარჯა, განთავსებში კი 902,559 ლარი. „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველომ“ სამინისტროების სარეკლამო დანახარჯებზე ინფორმაცია თავად სახელმწიფო უწყებებიდან და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმიდან მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტრომ, ასევე იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილებზე არ გვიპასუხეს.

სამინისტროებისა და სსიპ-ების სარეკლამო რგოლების უმეტესობა სოციალური რეკლამის სტატუსით უფასოდ არ განთავსდა. კომერციულმა არხებმა უფასოდ მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი განათავსეს – ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეორგოლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეორგოლები ჯარიმებზე მოქალაქეების ინფორმირების თაობაზე.

ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვიდეორგოლის დამზადება 43,000 ლარი დაჯდა, მისი ტელეეთერებზე განთავსება კი 463,352 ლარი. სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტომ პროგრამა „აწარმოე საქართველოსთვის“ პოპულარიზაციისათვის 52,000 ლარის ღირებულების ორი ვიდეორგოლი დაამზადა, რომელთა ეთერში განთავსებაც უწყებას 185,667 ლარი დაუჯდა. განათლების სამინისტროს სარეკლამო რგოლის განთავსება კი, რომელიც განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას აღწერს, სამინისტროს 124,495 ლარი დაუჯდა. თავად ვიდეორგოლი 8,870 ლარად დამზადდა.

სამინისტროების და სსიპ-ების უმეტესობამ, ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების მომსახურება კონკურენტული ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შეიძინეს. გამონაკლისია განათლების სამინისტრო, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებით, და არა გამარტივებული შესყიდვებით განხორციელებამ, შესაძლოა თანხების დაზოგვას შეუწყოს ხელი.

მსხვილი ტელევიზიებისთვის სახელმწიფო უწყებებიდან რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხა მათი შემოსავლის დიდ წილს არ წარმოადგენს. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თვის სამინისტროებიდან და სსიპ-ებიდან ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული თანხა არხის 2015 წლის I კვარტლის შემოსავლის 3%-ია, ტელეკომპანია „იმედისთვის“ - 6.5%, „მაესტროსთვის“ კი დაახლოებით 10%“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42