"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზდებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა, მისი განცხადებით, დოკუმენტში ისეთი პუნქტებია ჩაწერილი, რისი განხრციელებაც საქართველოს არ შეუძლია. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა, რომ უნდა მოხდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა შეუძლებელია, რადგან რუსეთი თვითონ არის საბჭოს წევრი და სარგებლობს ვეტოს უფლებით.
„პიარელემენტი სერიოზულად არის წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციაში. იქ ისეთი რამეები წერია, არც ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა შეგვეძლოს, მაგალითად წერია, რომ უნდა მოვიწვიოთ გაეროს უშიშროების საბჭო, თუმცა რუსეთი ამ უშიშროების საბჭოს წევრია და სარგებლობს ვეტოს უფლებით, ამიტომ ეს არის უკბილო ხუმრობა და პოლიტიკაში ასეთი რამე არ ხდება. რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ეს არ არის საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი, ხელისუფლებას აქვს სრული უფლება ჰყავდეს წარმომადგენელი და აწარმოებდეს ამ ტიპის შეხვედრებს “,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში საუბარია რამდენიმე მოთხოვნაზე. მათ შორის უნდა იყოს მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ასევე გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ხელისუფლებამ კი აქტიურად უნდა იმუშაოს ჟენევის ფორმატში.
მასალის გამოყენების პირობები






