"რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა და არც გაყინულია"-კრემერი
პოლიტიკა - 11:18, 21 Jul, 2015     2995
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საზღვრის დაგმოწევას ვაშინგტონში ექსპერტები აღმაშფოთებელს და გაუგებარს უწოდებენ. ასევე გამოიხატა შეხედულება, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით მსოფლიოს დაანახა, რომ ისე იმოქმედებს როგორც სურს და მას ვერავინ შეაჩერებს. კრემლის მიერ საქართველოს საზღვრისა და ბაქო-სუფსა მილსადენის საკთხებით მანიპულირება ისეთ დროს დაემთხვა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის და საბერძნეთის ამბებით იყო დაკავებული.

„საქართველო არ უნდა იყოს იძულებული მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ.“- განაცხადა, მაკეინის ინსტიტუტის უფროსმა დირექტორმა დევიდ კრემერმა

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის, ეგრეთწოდებულ, დემარკაციას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში არამედ საქართველოშიც გაამწვაოს.

„გაუგებარია რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული,“ აცხადებს ყოფილი ელჩი.

კორტნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.

„ალბათ, მოვიდა დრო დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დრონების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება.“

მაკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების სფეროში დევიდ კრემერი ამბობს, რომ საზღვრის, ეგრეთწოდებული, დემარკაცია რუსეთის მიერ გადადგმული უკანასკნელი აღმაშფოთებელი ნაბიჯია. ის აცხადებს, რომ რუსები გამუდმებით დგამენ მსგავს ნაბიჯებს და იმის შესამოწმებლად, თუ სადამდე შეუძლიატ მიუღებელი ზღვრის გადაწევა.

„ამ შემთხვევაში მათ ბაქო-სუფსა მილსადენი საოკუპაციო ხაზის საკუთარ მხარეს მოაქციეს, რაც მათ მოქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ნაბიჯი არ უნდა აღიარონ და გამუდმებით უნდა მოითხოვონ საზღვრის შეთანხმებულ ხაზზე გადატანა.

კრემერს მიაჩნია, რომ ამაზე დიდი საკითხი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ზოგადი როლია.

„ამ რეგიონების ფორმალური ანექსია არ მომხდარა და ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთ საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ. შესაბამისად, რუსეთის იქ ყოფნა თავისთავად არაკანონიერია და ეს თემა ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოვჭრათ.“

კრემერს მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრით მანიპულირების საკითხს გავლენა მთელს რეგიონზე აქვს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა ევროპას, უკრაინას, მოლდოვას ის დაანახა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია იმის გაკეთება რასაც მოისურვებს. ამასთან ის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობდა საქართველოს საზღვრის „დემარკაციის“ პარალელურად - საერთაშორისო თანამეგობრობა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე იყო კონცენტრირებული.

„ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და ის შეგვახსენოს, რომ ეს კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა. რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი არც გაყინულია. ჩვენ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა შევიმუშაოთ და ვუთხრათ რუსებს, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მოვითხოვოთ საზღვრის უკან გადატანა ისე, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს,“ აცხადებს კრემერი.

ბაქო-სუფსა მილსადენისთვის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაზე კი კრემერი ამბობს, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მიღოს და ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს:

„საქართველო არ უნდა იყოს იძულებული მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ.“

კრემერი ამბობს, რომ დროის და რესურსის მილსადენის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაში ხარჯვის ნაცვლად, თბილისმა მთლი ძალისხმევა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ უნდა წარმართოს. კრემერი და კორტნი თანხმდებიან იმაზე, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს რუსეთთან ამ ასიმეტრიული ომის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.


წყარო www.amerikiskhma.com






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42