ქართული ოცეული NATO-ს სწავლებაში „Rapid Trident-2015" ჩაერთო
პოლიტიკა - 09:48, 21 Jul, 2015     1306

უკრაინაში, ლვოვის ოლქში იავორივის სამხედრო პოლიგონზე, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ 20 ივლისს ოფიციალურად დაიწყო. საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში მიმდინარე ბატალიონის დონის საველე-საშტაბო წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები წელს უკვე მეორედ მონაწილეობენ.

საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება.

„Saber Guardian/Rapid Trident 2015“-ში 18 ქვეყნის 1800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლების საველე ნაწილში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის ერთი ოცეულითაა წარმოდგენილი. საშტაბო სწავლებაში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის, IV მექანიზირებული ბრიგადის, ასევე გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტების ოფიცრები მონაწილეობენ.

საველე სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედროები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფას, კონვოის ოპერაციებსა და პატრულირებას განახორციელებენ.

სწავლებაში მონაწილეობენ: აშშ-ის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ესტონეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები. „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება და 31 ივლისამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42