ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი- პრემიერი
პოლიტიკა - 19:26, 20 Jul, 2015     1156
განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენციაში საქართველოს პრემიერმაც მიირო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა მისი ყველაზე წარმატებული საქმეა.

„ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ვიტყოდი, რომ ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი. განათლებული მომავალი თაობის გარეშე ვერავითარ წინსვლაზე ვერ ვიფიქრებთ. დღევანდელ მსოფლიოში წარმოუდგენელია კონკურენცია, თუ არ გვეყოლება განათლებული თაობა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა. ყოველთვის განვიცდიდი, რომ ჩვენი რესურსები იყო გაფანტული და არ ხდებოდა მათი ეფექტიანი გამოყენება. წლების განმავლობაში არსებობდა მსგავსი პროგრამები, მაგრამ მათ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიციების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ახალგაზრდები მიდიოდნენ სასწავლებლად და შემდეგ აღარ ბრუნდებოდნენ", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ასეთი რესურსების დაკარგვის ფუფუნება არ აქვს.

მთავრობის მეთაურის თქმით მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი ქვეყანას სჭირდებიან.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სტუდენტობის წლები გაიხსენა, როდესაც აშშ-ში სწავლის გაგრძელება, თანადაფინანსების საჭიროების გამო ვერ შეძლო და მოგვიანებით სორბონას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც სწავლა უფასო იყო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სორბონაში მის კურსზე სწავლობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო ან დიასპორის შენატანებით არსებული ფონდი აფინანსებდა.

"პირველი გულდაწყვეტა მაშინ მივიღე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავდა საკუთარ მოქალაქეებზე. ერთ-ერთი, რამაც ამ პროგრამის შექმნა გადამაწყვეტინა, იყო ის, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ზრუნავდეს საკუთარ ახალგაზრდებზე. სახელმწიფომ უნდა ჩადოს ინვესტიცია მომავალ თაობაში, რადგან თქვენ ჩვენ გვეკუთვნით - სახელმწიფოს",- მიმართა პრემიერმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში წარმატებული პროექტის შექმნა მოხერხდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეეცდება, პროგრამის დაფინანსება გაზარდოს, რადგან მომავალ თაობაში ჩადებული ფული ასმაგად დაუბრუნდება.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველები გამორჩეულად ნიჭიერები არიან და წარმატებები აქვთ ნებისმიერ სფეროში.

მთავრობის მეთაურმა პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭელიძეს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო კობახიძეს, ასევე, ცენტრის საკონკურსო კომისიის წევრებს, რომლებიც ობიექტურობით გამოირჩევიან.

"შესაძლოა, დღეს ვხვდები პარლამენტის მომავალ წევრებს, მომავალ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და მინდა, გისურვოთ წარმატებები. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის არ ვიქნები, მაგრამ ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ წვლილი შევიტანე განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსებაში",- აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42