დიპლომატის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მილსადენების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი უფრო აქტიურად დაიწყებს იმის განხილვას მიაწოდოს თუ არა საქართველოს შეიარაღება.
"ალბათ მოვიდა დროს დასავლეთმა საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა დაიწყოს მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს, ამიტომ რუსეთში შეიძლება ფიქრობდნენ, რომ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიულნი იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწვდის შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. რამდენიმე თვეში ვფიქრობ ეს დებატებიც დაიწყება " - განაცხადა კორტნიმ.
მასალის გამოყენების პირობები






