პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 18:25, 20 Jul, 2015     1121

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

პრეზიდენტებმა შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით საერთო ძალისხმევის გაძლიერებას გაუსვეს ხაზი.

მხარეებმა რიგის სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირში მიმოსვლის უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას, კერძოდ წითელუბანსა და ორჭოსანში ე.წ. “საზღვრის” გადმოწევის საკითხის, დაეთმო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის ცალკეული ინცინდენტი, ეს ევროპული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოპატიჟებისთვის. მართალია, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში და აქ არ ვიმყოფებით იოლი საქმისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, განსაკუთრებით ამ სირთულეების წინააღმდეგ, არა მხოლოდ თქვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოში.ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ რთულ ვითარებაში, ვგულისხმობ თქვენს საზღვართან შექმნილ ძალიან უცნაურ სიტუაციას, არამედ, ასევე ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და, რა თქმა უნდა, ორმხირივი შეთანხმებების საფუძველზე. დღეს ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ევროპასა და საქართველოს შორის საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ფაქტობრივად, არ მქონდა არჩევანი, ეს ჩემი ვალდებულება იყო გამომეძებნა დრო და ჩამოვსულიყავი თქვენთან, რაც ჩემთვის დიდი პატივია.“- განაცხადა დონალდ ტუსკმა

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებების სრული მიუღებლობა.

ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42