შეხვედრაზე, მთელ რიგ საკითხებთან ერთად გალის რაიონის სკოლებში რუსულენოვანი სწავლების დანერგვისა და ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების მექანიზმის განახლების საკითხებიც განიხილეს.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, გალის სკოლებში სწავლების ენის ფაქტი შეშფოთებას იწვევს. მოსწავლეები ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე სწავლობენ. ჩირიკბას განცხადებით კი, გალის სკოლებში რუსულენოვანი სწავლების დანერგვა მაცხოვრებლების ქვეყანაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
„მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან კვლავაც გრძელდება უსაფუძვლო ბრალდებები. ამ სახის პროპაგანდა მიზნად ისახვს აფხაზეთის იმიჯის გაუარესებას. მაგალითად, ქართული მხარე განიხილავს ყოველგვარ საფუძველმოკლებულ ფაქტებს, ქართული ენის მასწავლებლებზე ძალადობის განხორციელების შესახებ. ასევე, სისტემატიური დეზინფორმაცია და აფხაზი ხალხის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საიტ Apsny.ge-ს მთავარ სამუშაოს წარმოადგენს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






