"ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია!“ - თემურ თათარაშვილი
სოც.მედია - 17:24, 20 Jul, 2015     5072
„კატეგორულად ვაცხადებ, რომ „ჩაშვებასთან“ დაკავშირებული აშკარა ბოდვა ჟურნალისტისა და მისი „წყაროს“ ფანტაზიის ნაყოფია!“- აცხადებს თემურ თათარაშვილი. მომღერალი სტატიის ავტორთან საუბარს ასაჯაროებს და ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს.

თემურ თათარაშვილი:
„ჩემ ბავშვობაში უფროსები ერთ ანეგდოტურ შემთხვევას იხსენებდნენ:
ტიპს უარი უთხრეს სამსახურში მიღებაზე იმიტომ, რომ ვიღცას უთქვამს, მაგას პოლიციაში რაღაცაზე ქონდა საქმეო. დააკონკრტეეო, თხოვეს ენამწარეს: „შუბის“ მოპარვას ეხებოდაო... არ ვიცი ზუსტად, მაგან მოიპარა თუ მაგას მოპარესო...
ამ სიტუაციას ჰგავს დღეს „ფეისბუკში“ გავრცელებული ამბავი, რომელსაც, ალბათ, საფუძველი მისცა „კვირის ქრონიკაში“ ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულმა წერილმა. ზედელაშვილმა არ იცის, თათარაშვილმა ჩაუშვა "მამულიჩა" თუ მამულიჩამ თათარაშვილი. არ იცის, მაგრამ მაინც წერს, ამტკიცებს... არავითარი ეჭვი! არავითარი უდანაშაულობის პრეზუმფცია! როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს!
კატეგორულად ვაცხადებ, რომ „ჩაშვებასთან“ დაკავშირებული აშკარა ბოდვა ჟურნალისტ გელა ზედელაშვილისა და მისი „წყაროს“ ფანტაზიის ნაყოფია!
ამის შესახებ პირადადაც ვაცნობე ტელეფონით საუბრისას ამ ჭორიკნობის ავტორს. ისიც ვიცი, რომ მისი „შემოქმედებითი სტილიდან“ გამომდინარე, ამ ჩემ სატელეფონო ზარს გაგრძელება ექნება, რასაც მე ადექვატურად გამოვეხმაურები–დავდგები სამართლებლივ გზაზე.ძალიან მეწყინა, რომ კახა მამულაშვილის დაკავებასთან დააკავშირა ჩემი გვარი იმ გაზეთმა, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ და რომელსაც არაერთგზის გამოუქვეყნებია ჩემი ინტერვიუ თუ ჩემს კონცერტებთან დაკავშირებული მასალა.
და ბოლოს ვიტყვი: თავის დროზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დავუშვი შეცდომა და ეს ჩინებულად გამოიყენა სახელისუფლებო თუ მასთან დაახლოვებულმა იმ ჯგუფმა, ვინც არ მაპატია ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, უარი „სპეციალიზებულ“ სანახაობებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, საჯარო გამოსვლები მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გასხვისების მცდელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო მიტინგებზე. სამართლიანად თუ უსამართლოდ, კანონიერად თუ უკანონოდ მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა და საკმაო დრო მამყოფეს ციხეში.
ახლა რაო, რას მიკიჟინებს ჟურნალისტი, რას მაბრალებს? არ მამყოფინა ის მკაცრი სასჯელი, ჩირქსაც რომ ცხებს ჩემს სახელს?
ყველამ (მათ შორის ამ ჟურნალისტმაც და მათ), ვინც ხელების ფშვნეტით შეხვდა ამ ბინძური მასალის გამოქვეყნებას, თავიანთ რეპუტაციას მიხედოს, თავის გულში ჩაიხედოს... ნუ უხარიათ ადამიანის გადაცდომა, წაფორხილება, შეცდომა... ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42