ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა
პოლიტიკა - 16:48, 20 Jul, 2015     1194
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკვე საქართველოშია. ის თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დონალდ ტუსკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.

აეროპორტიდან ტუსკი ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გმირთა მოედანს ეწვევა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დოლანდ ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს შეხვედრას. გარდა ამისა, ავლაბრის სასახლეში დაგეგმილია აუდიენცია ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან, რომელსაც საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ.

დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი 21 ივლისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42