პოლიციისა და უსაფრთხოების გაყოფა: ახალი პრობლემების დასაწყისი
პოლიტიკა - 13:22, 20 Jul, 2015     1657

"რეფორმატორთა კლუბის" ექსპერტი, ირაკლი კობიძე პოლიციისა და უსაფრთხოების გაყოფის შესახებ სტატიას აქვეყნებს. "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, უშიშროებისა და პოლიციის ერთი ქოლგის ქვეშ არსებობის პირობებში გამარტივებულია ორგანოების კოორდინაცია - ინფორმაციის სწრაფი ურთიერთგაცვლა არ არის დამოკიდებულო პოლიტიკურ და პირად გადაწყვეტილებებზე.

გავიხსენოთ, რითი იყო დაკავებული 90-იანებში ცალკემდგომი უშიშროება - პოლიციის თვალთვალით და პირიქით პოლიცია უშიშროების თვალთვალით, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კონტრაბანდის ხელშეწყობასა და ფულის კეთებაში - შედეგი: ტოტალური დაუცველობა

ე.წ ,,მონსტრის" სტერეოტიპის პრობლემა იმისათვის, რომ გაერთიანებულო პოლიცია და უშიშროება არ იქცეს ,,მონსტრად" და მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იყოს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, აუცილებელია ანაგარიშვალდებულების მექანიზმების მკაფიო განსაზღვრა, რაც მოიცავს:

- ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დანიშვნის წესი: უნდა ნიშნავდეს არა პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკური უმრავლესობის მიერაა თავად დანიშნული, არამედ პარლამენტი კვალიფიციურო უმრავლესობით ან პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით (პრეზიდენტი პირდაპირი გზით არჩეული თანამდებობის პირია, რომელსაც არ აქვს უფლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი);

- საქმიანობის ეფექტური ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიება: გარდა საპროკურორო ზედამხედველობისა, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ დანაშაულის გამოძიების პროცესით და სასამართლო განხილვით, აუცილებელია მკაცრი საპარლამენტო კონტროლის დაწესება და უწყების ხელმძღვანელი თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების განსაზღვრა მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

მაგალითი:

აშშ: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიდო ოფიციალური დასკვნა, რომლის თანახმადაც ტერაქტი ვერ იქნა თავიდან აცილებული FBI-სა და CIA-ს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის ურთოერთგაცვლის სიმცირის გამო. შედეგად შეიქმნა გაერთიანებული ფუნქციების მქონე სამსახური Department of Homeland Security (DHS) სახით.

ფაქტია, რომ ჩვენთან ეს გაყოფა ემსახურება ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მიზნებს მხოლოდ და მხოლოდ და გამოიწვევს, უარყოფითი შედეგებს:

1. გაიზრდება ბიუროკრატიული ხარჯები, რაც დაუშვებელია ისედაც ამ მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო;

2. ჩატარდება რეორგანიზაციები, რასაც, როგორც წესი მოჰყვება მრავალი ადამიანის უმუშევრად დარჩენა;

3. ახლადშექმნილ სამსახურებში დანიშვნები მოხდება რა თქმა უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და ნეპოტიზმის საფუძველზე, რაც სამწუხაროდ აღარ გვიკვირს ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან;

4. წინასაარჩევნო ფუნქციიდან გამომდინარე, ყურადღების მიღმა დარჩება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხები.


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42