აკაკი მინაშვილის თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრობის დროს გამოირჩეოდა სასაცილო განცხადებბით და არაკვალიფიციური მოქმედებებით, ამიტომ მისი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ კლანურ მოქმედებებს უკავშირდება.
„ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებით მდგომარეობა ცოტა არ იყოს კომიკურია. ჭიკაიძე დანიშინეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვენლის მოადგილის თანამდებობაზე. ამ ადამიანმა არ იცის რა არის თალიბანი და ჰქგონია პიროვნება, იმ ფონზე, როდესაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის ტერორიზმი არის პირველი საფრთხე შს მინისტრობის პერიოდში, არა მხოლოდ რიტორიკულად სასაცილო განცხადებებს აკეთებდა, არამედ მისი მოქმედებებიც ხაზს უსვამდა, რომ იყო სრულიად არაადეკვატური და სრულიად არაკომპეტენტური. ამით კიდევ ერთხელ ხდება სახელმწიფოს დაცინვა.
ამ ხელისუფებისთვის არ არის მთავარი ქვეყნის განვითარება და კვალიფიციური ადამიანების წინ წამოწევა, მათთვის მთავარია საკუთარი კლანებზე ზრუნვა და ნათესავების კარგ სამსახურებში მოწყობა. ჭიკაიძე არის ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანის წარომადგენელი, მას ახლა ინახავენ, ჯერ ბინა უყიდეს, ახლა მანქანა ეყოლება და ასე შემდეგ.
ასეთი ტიპის ადამიანების შენახვა აწვება სახელმწიფოს, აწვება მოქალაქეებს მაგრამ მათ ეს არ ანაღვლებთ. მათი საზრუნავია, რომ ჰქონდეთ კარგი შემოსავალი, მანქანა, ქონება, ჰქონდეთ ბატუტიანი საწოლი, ტახტები და ასე შემდეგ. ჭიკაიძის დანიშვნა ასეთ თანამდებობაზე არის საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






