აკაკი მინაშვილის თქმით, ვახტანგ გომელაური არ იყო წარმატებული შს მინისტრი და მას არ ეყოფა კვალიფიკაცია იყოს წარმატებული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
„უკვე რამდენიმე თვეა თვალს ვადევნებთ მის შს სამინისტროში საქმიანობას და ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა დანაშაულთან მიმართებაში ქვეყანაში არის მძიმე და კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების განცდა, რაზეც არის პასუხისმგებელი შს მინისტრი. ის ამ სფეროში არის არაკვალიფიციური და არ გააჩნია შესაბამისი უნარები. გრძელდება ის ტრადიცია, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ჩამოყალიბდა. მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ადამინის, ბიძინა ივანიშვილის ხელში. მთავარ სახელმწიფო უწყებებს მართავენ მის მიერ დანიშნული პირები და თანამდებობაზე ადამინის დანიშვნა არ ხდება მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. გომელაური იყო მისი პირადი დაცვის უფროსი, პირადი ექიმი ჰყავს ჯანდაცვის მინისტრად, პირადი ბანკიერბი ჰყავს სხვადასხვა თანამდებობებზე. ივანიშვილს ეს ადამიანები ჰყავს როგორც პაიკები, ნიშნავს თანამდებობებზე და მართავს ისე, როგოც უნდა,“- განაცხადა აკაკი მინაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






