დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რომ მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება, რისი შედეგიც სხვდასხვა ქვეყნების და საგარეო პოლიტიკური უწყებების მიერ გაკეთებული განცხადებებია.
„ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან ეს არ არის ერთი ეპიზოდური მომენტი, პროვოკაციები მუდმივად ხდება და რუსული მხარე მუდმივად ცდილობს თავს მოგვახვიოს პროვოკაციები, რომ მდგომარეობა უფრო მეტად დესტაბილური გახადოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება" -განაცხადა დავით კერესელიძემ.
საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






