,,მეგობრებო, ეხლა მომაწოდეს ინფორმაცია, კოკოს უთქვამს იმედის ეთერში, თითქოს მე ვითხოვ უკრაინის მოქალაქეობას, მთელი პასუხის მგებლობით ვაცხადებ, მე მართლაც ვიმყოფები უკრაინაში ჩემ პირად საქმესთან დაკავშირებით, არ ვითხოვ არავითარ თავშესაფარს, არ მიმიმართავს უკრაინის პრეზიდენტვისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასე რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა, მე გასაქცევი არაფერი არ ჩამიდენია, ასე რომ ვერავის მივანიჭებ მაგ სიამოვნებას . . . მე ყველა ჩემ ქმედებაზე და სიტყვაზე ვაგებ პასუხს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც ერთგულებისთვის ისჯებიან, არაუშავს ავიტან, ასეთები ამიტანიაა“ - წერს ბაჩო გვანცელაძე.
20 წლის შემდეგ პრეზიდენტის დაცვის ყოვილი წევრი ბაჩი გვანცელაძე გამსახურდიას გარდაცვალების ღამეს კიდევ ერთხელ იხსენებს და დღესაც დარწმუნებულია, რომ ის, რაც იქ ნახა, თვითმკვლელობა იყო. გვანცელძე ამბობს, რომ ის იმ მომენტში თავის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა ბესარიონ გუგუშვილის სიტყვებმა გადააფიქრებინა, როცა გუგშვილმა მას უთხრა - ამ ქმედებით გააჩენდა ეჭვს, რომ მან მოკლა პრეზიდენტი და შემდეგ თავი მოიკლა.
ყოფილმა დაცვის წევრმა დღეს პირველად გაამხილა ,,პოსტსკრიპტუმთან", რომ ერთი წლის წინ აგვისტოში პროკურატურაში დაიბარეს და დასმული კითხვები ბესარიონ გუგუშვილს, უზენაესი საბჭოს ვიცესპიკერს შეეხებოდა, რომელსაც 31 დეკემბერს სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას გვერდით ეძინა.
ცნობისათვის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ ,,იმედის კვირაში“ განაცხადა რომ მისი მამის, ზვიად გამსახურდიას მკველობის არცერთი მოწმე და იქ მყოფი პირი საქართველოში არ იმყოფება, მათ შორის პრეზიდენტის დაცვის წევრი ბაჩო გვანცელაძე, რომელიც, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, უკრაინაში თავშესაფარის მოთხოვნით არის ჩასული.
მთავარმა პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განაახლა.
„პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით, რაც 1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გულისხმობს განზრახ მკვლელობას, რომელიც ჩადენილია დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთა მიერ საგამოძიებო გეგმის შესაბამისად ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზები და დაკითხულები არიან მოწმეები. დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება, მოწმეთა დაკითხვები და სხვა“, - აცხადებენ ბადაშვილის უწყებაში.
მათი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან თანამშრომლობის რეჟიმში, რომელთაც სურვილის შემთხვევაში სრული წვდომა ექნებათ გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალაზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები






