,,ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება როგორც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი მიხრიდან ასევე დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. გადაადგილებებს ადგილი არ ჰქონია, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობა მოსავალს უპრობლემოდ იღებს. შეზღუდვებს რაც შეეხება, დაველოდოთ 20 ივლისის შეხვედრას და ამის მერე გადაწყდება გაგრძელდება თუ არა შეზღუდვა“ - აცხადებს ენუქიძე.
ხვალ 11:00 საათზე ეგრნეთში სპეციალური რიგგარეშე შეხვედრაა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, ქართული მხრიდან შეხვედრაზე იქნება 2 საკითხი განხილული - გორის რაიონის სამ სოფელში შექმნილი ვითარება და გადმოწეული საზღვრები და 53 წლის მამაკაცის საკითხი, რომელიც გუშინ გაიტაცეს.
ოკუპირებულ საზღვართან 20-მდე საპატრულო პოლიციის პიკაპის მარკის ავტომობილით იმყოფებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები და მათ შორის იყვნენ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






