,,სანამ ჩემს სახლში შემოხვალთ, ფეხის გაწმენდა პუტინის პორტრეტზე მოგიწევთ“ -გურამ როგავა
სოც.მედია - 16:26, 19 Jul, 2015     2258
,,იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის შემდეგ მის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე გოგი გვახარიას კრიტიკას სოციალურ ქსელში პასუხობს:

,,ეს ჩემი ბინის კარია, ამ კარის მიღმა კი უკრაინის დროშა, "პუტინ ხუილოს" სტიკერები და ოკუპანტების საწინააღმდეგო სხვა სიმბოლიკაა გაკრული, მაგრამ სანამ ჩემთან შემოხვალთ ფეხის გაწმენდა პუტინის პორტრეტზე მოგიწევთ.

ეს ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობაა, ჩემი მეგობრებისთვის კარგად ნაცნობი.

შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ ეს პროფესიული კუთხით არაეთიკური საქციელია. იმ პრეტენზიასაც მივიღებ, რომ არ შეიძლება ჟურნალისტს ტელეფონზე "Fuck Putin"-ის სტიკერი ჰქონდეს დაკრული, მაგრამ "რაშა თუდეის" ჟურნალისტობას ნუ დამაბრალებთ, გთხოვთ.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც გაკვეთილები რუსული ტანკების ხმაურის ფონზე უტარდებოდა. მთელი ბავშვობა ზუგდიდში გავატარე და 90-იანი წლების ყველა სირთულე კონფლიქტისპირა ქალაქში გამოვიარე. ჩემმა ოჯახმა არაერთი დევნილი ნათესავი შეიფარა და სწორედ მათგან, ბავშვობიდან ვისმენდი რუსების სისასტიკის შესახებ ნამდვილ ამბებს და ეს ისტორიები ხშირად მახსენდება.

ყოველდღე მახსოვს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ჩემი ნათესავები მათ გამოაძევეს გაგრიდან, გალიდან, სოხუმიდან... და რა უნდა მოხდეს, რომ ეს დამავიწყდეს?! რის ფასად უნდა დავთმო ჩემი მეხსიერება და ვემსახურო რუსულ პროპაგანდას?!

გამიკვირდა ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანისგან, გოგი გვახარიასგან ასეთი შეფასება. რამდენჯერმე გადავახვიე ჩემი დღევანდელი ჩართვა და ვერაფრით მივხვდი, რა დავაშავე. მოვყევი ის, რაც აქციაზე ხდებოდა, გავიმეორე ის პუნქტები, რომელიც დათო კოვზირიძემ წარმოთქვა სცენიდან და ძალიან მომეწონა.

დიახ, ჩვენ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ რუსულ არხებს, არ უნდა ვუკარნახოთ ერთმანეთს ტელეფონის ნომრები რუსულად და უკეთესი იქნება თუ რუსულ უგემოვნო სიმღერებს არ შევუკვეთავთ რესტორნებში. რა არის ამაში პრორუსული, ვერაფრით გამიგია frown ემოცია

გოგი გვახარია არ მყავს მეგობრებში და გთხოვთ გადაეცით, რომ ცრემლიანი სათვალე გაწმინდოს ხოლმე. როგორც ჩანს, რაღაცებს კარგად ვერ ხედავს“ - წერს გურამ როგავა.

ჟურნალისტის პოსტს იქვე გოგი გვახარიამ უპასხა:

,,არავინ გაბრალებთ არაფერს. უბრალოდ ქვეყანაში და ამ მიტინგზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები თქვეს, ვიდრე "ალა პუგაჩოვაა". კვლევას ვწერ და ზუსტად ასე აკეთებენ სიუჟეტებს. სათვალის ამბავს გავითვალისწინებ, მადლობა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42