„რუსეთი ოკუპანტია! არა კოლაბორაციონიზმს!“ ამ ლოზუნგებით გაიმართა 18 ივლისს თბილისში მთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული მიტინგი, - ასე იწყება წამყვან უცხოურ საინფორმაციო სააგენტოებში 19 ივლისს გამართული აქციის შესახებ რეპორტაჟები.
დემონსტრანტებს საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის და „ნატოს“ დროშები ეჭირათ ხელში, აღნიშნავს BBC.
მომიტინგეები აპროტესტებენ მოსკოვის უკანონო ქმედებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მიმდინარე „მცოცავ ოკუპაციას“ და ამასთან უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკის გამო.
„მე აქ მოვედი ჩემი სამოქალაქო ვალის მოსახდელად, ჩემი პროტესტის ადრესატი როგორც რუსეთი, ასევე ხელისუფლებაა, რომელიც არაფერს აკეთბს ამ „მცოცავი ოკუპაციის“ საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა BBC-ს კორესპონდენტთან საუბარში აქციის მონაწილე ქეთევან მენთეშაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






