,,რასაც ჩვენ ვხედავთ სამი წლის განმავლობაში ეს არის კოლაბორაციონიზმი და ყველა პოზიციის დათმობა რუსეთისთვის და მთავრობის პოზიცია, რომ ან არაფრის კეთება, ან ყველა პოზიციის დათმობა, ან თავის წახრა რუსეთისთვის და ან ომი, ეს არის დემოგოგია“ - ამბობს გაბაშვილი.
ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებისგან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსადმი ყურადღების მობილიზებას ითხოვს.
,,პოლიტიკას აქვს სხვადასხვა საშუალებები და ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღების მობილიზება, მოკავშირეების გააქტიურება იმისათვის, რომ დაიცვას თავისი ინტერესები “ - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
„საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს კონფლიქტის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს არის სასწრაფოდ შესაცვლელი პოზიცია. დაპირება, რომ რაღაცნაირად დალაგდებოდა ურთიერთობა, ძალიან მცდარი აღმოჩნდა. ყველაფერი გააკეთეს ის, რასაც აკეთებს რუსეთი. მოხსნეს საერთაშორისო წნეხი. პრემიერი საერთაშორისო დონეზე საუბრობს, რომ ყველაფერი კარგად არის და რუსეთთან პრობლემა აღარ არსებობს და ასეა დარჩენილი ერთიერთზე რუსეთთან კარასინი-აბაშიძის ფორმატის ამარა. იმედი მაქვს, რომ ამ მავნებლებს ერთი წელი დარჩათ და მეტი არა,“ - ამბობს გაბაშვილი“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






