,,მიუხედავად პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობისა, დავდგეთ იმ საზოგადოებასთან, ვისაც მიაშნია, რომ რუსეთი არის მტერი და ჩვენი არჩევანი არის ის ცივილიზებული საზოგადოება და ის სამყარო, სადაც ჩვენ დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. ძალიან ცუდია, როცა 21-ე საუკუნეში და მას შემდეგ, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, არის ყველაზე სამრაცხვინო სიტუაცია - ქართულ საზოგადოებაში კიდევ მიდის საუბარი იმაზე ოკუპაცია ცუდია თუ კარგი, ის, რომ ქვეყანას იპყრობენ - ცუდია თუ კარგი. სწორედ ამიტომ ვარ მე მადლიერი იმ ჟურანალისტების, რომლებმაც პროვოკაცია კი არ მოაწყვეს, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ რუსულ ორბიტაზე მორბენალ ადამიანებს, არამედ აგრესია, რომელსაც რუსეთი ჩუმად ახორციელდებდა მცოცავი ანექსიის სახით და რომელსაც ჩვენი ხელისუფლება დუმილით ხვდებოდა, ამ ჟურნალისტებმა სწორედ, პოზიტიური გაგებით, მოახდინეს პროვოცირება რომ ეს დღეს საზოგადოებრივი განსჯის პირველი საგანი ხდება. სწორედ ამიტომაც მოვახერხეთ ჩვენ დღეს, რომ აქ ვართ შეკრებილნი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ პროცესები ასე განვითარდება, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება, რადგან ქართველი ხალხი თავის დამოუკიდებლობას ყოველთვის დაიცავს“ - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა კანცელარიის წინა გამართულ აქციაზე კომენტირებისას.
მასალის გამოყენების პირობები






