ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს ცალსახად გამოკვეთილი განცხადებები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - დავით ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 20:39, 18 Jul, 2015     1038
,,რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ იქ, სადაც ადგილი აქვს საოკუპაციო ბანერების დადგმას პროტესტის გამოხატვა არა მხოლოდ ნორმალურია, არამედ აუცილებელიც. ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა ,,ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

,,ის რაც დღეს ხდება - ბანერების დარჭობა, უფრო ადრე მავთულხლართების გავლება იყო, ეს არის აგრესიული, პროვოკაციული აქტი და ამაზე პროტესტის გამოთქმა, მათ შორის იქ მისვლა და პროტესტ მწვავე ფორმით, ეს არა მარტო ნორმალურია, არამედ საჭიროც არის. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ეს არ გააპროტესტა არავინ და ამას მშვიდად შევხედოთ, ეს რუსეთის მხრიდან არის უფრო იმისთვის გაკეთებული, რომ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური კლასის, საზოგადოების განწყობები მოსინჯოს - აბა რა მოხდება? თუ არაფერი არ მოხდება, ნელ-ნელა ჩაამწკრივებს ასეთ საზღვრებს. აუცილებელია, რომ ეს პროტესტი რუსეთს დავანახოთ. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი“ - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა აქტიურობდეს საერთაშორისო დონეზე და ეს აქტიურობა ხდება, მისი თქმით ამის დადასტურებაა, აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

დავით ზურაბიშვილი ხელისუფლების მინუსებსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ როცა მსგავსი ფაქტები ხდება, არ ჩანს მკვეთრი, მკვახე და ცალსახად გამოკვეთილი განცხადებები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ,,როცა ეს განწყობა არ იგრძნობა და უფრო მეტად არის საუბრები რომ არაუშავს, სამაგიეროდ რუსეთთან ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა, იგივე პაატა ზაქარეიშვილის არაერთი განცხადება არის ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებული“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და ,,ნაცმოძრაობის“ ფაქტორზე საუბრობს. მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ძალიან ხშრად კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ხელისფლების ამ წინააღმდეგობრივ განცხადებებს და ამაზე აგებს სპეკულაციებს.

დავით ზურაბიშვილის თქმით, მესამე არის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი. მისი თქმით, საოკუპაიციო ბანერის დადგმა მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხელისუფლებამ არ უნდა მოიტყუოს და ვალდებულია სიმართლე თქვას. ,,მთელი საქართველო დარწმუნებულია, რომ რუსეთი საზღვრებს წევს ნელ-ნელა. 2008 წელს რა ტერიტორიებიც დავკაგრეთ იმის მერე მოცოცავს და მოდის. როცა კეთდება განცხადება რომ ეს ხდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი, ეს აღიქმება ხოლმე კაპიტულანტურ განცხადებად, თითქოს ჩვენ უარს ვამბობთ ტერიტორიაზე და რა შუაში ვართ. ეს ყველაფერი უკანონობაა რა თქმა უნდა, მაგრამ ტყული არ გვჭირდება ჩვენ, როცა ამაზე მიდის საუბერები საერთაშორისო დონეზე. დღესაც ევროკავშირის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს ხდება ოკუპირებული ტერიტორიების ფარჰლებში და არა ახალ ტერიტორიაზე. ჩვენ ხელები კი არ უნდა დავიბანოთ, მაგრამ ჩვენ მხარეს სიმართლეა და როცა შეგიძლია რომ ეს სიმართლე კარგად გაიტანო, არ არის საჭირო ტყულის საუბარი.

ეს დღეს არ დაწყებულა. ერთადერთი კაცი იყო ზაქარეიშვილი, რომელიც იძახდა, რომ ეს ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა პაატას სჩვევია ხოლმე ზედმეტად ოპტიმისტურ ტონალობაში ამის გაცხადება და ეს გამოიყენება შემდეგ სპეკულაციური მიზნებისთვის“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42