„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შეჩერებული იქნეს რუსეთის შემოჭრა, მისი მედიის, მისი იდეოლოგიის საშუალებით. იმისთვის რომ ჩვენი მომავალი თაობები და იმედი მაქვს ჩვენც , შევხვდეთ ჩემს მშობლიურ ქალაქში"- განაცხადა გვარამიამ
ნიკა გვარამიას თქმით საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოკავშირე ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ოკუპაციის საწინააღმდეგო მნიშველოვან და მკაფიო განაცხადებს გააკეთებს
"მოვიდა დრო მნიშვნელოვანი და მკაფიო განაცხადების, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირე მთავრობა. რუსთავი ორი ყოველთვის იქნება იმ ადმიანების გვერდით ვინც თვლის, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაციონალური ინტერესების მიმართ გადმოდგმული ნებისმიერი ნაბიჯი, არის ჩვენი პოლიტიკური წითელი ხაზების გადაკვეთა. რუსთავი ორი ყოველთვის გააშუქებს თქვენს ინტერესებს, როგორც პატრიოტული, პროევროპული და პროამერიკული ტელევიზია“- განაცხადა ნიკა გვარამიამ
მასალის გამოყენების პირობები






