დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მცოცავი ომი, რომელიც 200 წლის წინ დაიწყო- ჩერგოლეიშვილი
პოლიტიკა - 19:24, 18 Jul, 2015     2197
კანცელარიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებას ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა.

„ჩვენ ვისაც რუსეთის პოლიტიკა არ მოგვწონს ხშირად გვაკრიტიკებენ იმის გამო თითქოს ჩვენ ომი გვინდა და სისხლი გვწყურია. ხელისუფლებამ ეშმაკური გამოსავალი მონახა თავის ჭკუით და ნებისმიერი კრიტიკას ყალბი პათოსით დასმულ რიტორიკული კითხვით ხვდება „ აბა რა ვქნათ? ომი დავიწყოთ?“. თითქოს ერთადერთი ალტერნატივა იყოს ომი.

ჩვენ ვისაც თავისუფალი საქართველო გვსურს და არ მოგვწონს ხელისუფლების პოლიტიკა, გვსურს მშვიდობა. ის რაც დღეს საქართველოში ხდება არ არის მშვიდობა. დღე არ გავა ადამიანი არ გაიტაცონ. მორიგი ოჯახი არ აღმოჩნდეს თანამედროვე ბერლინის კედლის მიღმა, რომელიც შენდება საქართველოში და უკრაინაში. თბილისში ტანკის შემოსვლა არ არის საჭირო, რომ ამ ყველაფერ ომი დავარქვათ. მშვიდობაა იმ ადამიანებისთვის ვისაც არჩევანის გაკეთება უხდებათ სამშობლოსა და საკუთარ საკუთრებას შორის? დღეს ჩვენ ქვეყანაში არის ომი, ჩვენ ქვეყანაში არის მცოცავი ომი, რომელიც 200 წლის წინ დაიწყო. მშვიდობისთვის კი ამ ომის ჭკვიანურად მოგებაა საჭირო, როგორც ბალტიიპირეთის ქვეყნებმა მოიგეს, მაშინ როცა ჩვენ რუსეთთან მეგობრობის იმედით 2 წელწადში სამი ომი გადავიტანეთ. ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში და თბილისში. როდესაც თავისუფლებას ჰყავს ერთგული მიმდევრები, ბეტონის კედლები ინგრევა, მავთულხლართები იშლება და რუსეთი მარცხდება.“- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს რომ რუსეთთან სასაუბროდ პირისპირ მარტო არ უნდა დაჯდეს რადგან ეს უთანასწორო საუბარია,

„ჩვენ ჩვენმა მეგობრებმა უნდა გაგვიმაგრონ ზურგი. საქართველოს საკითხი უნდა დაბრუნდეს ჩვენი პარტნიორების საგარეო პრიორიტეტების ნუსხაში.“- აღნიშნა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა.

მისი თქმით მშვიდობისთვის ძლიერი ეკონომიკაა საჭირო, ამისთვის კი ხელილსუფლება არაფერს აკეთებს, ამასთანავე საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას ეთნიკურ და რელიგიური პრობლემების არსებობა. ჩერგოლეიშვილის თქმით ხელისუფლება თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად საქართველოს მოქალაქეების ფულით რუსული ძალის ქომაგებს აფინანსებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42