ჩერგოლეიშვილმა ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ისინი იძულებულნი არიან მტავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებები შეასრულონ
„სიმაღლეზე მაინც ვიდგებით, ბიძინა ივანიშვილი მაინც შეწუხდება, ვიქნებით უფრო გაბრაზებულები და უფრო ხალისით წავალთ იქ, რის გამოც თქვენ მობილიზება გაქვთ გამოცხადებული. თქვენ არავინ არ გერჩით, იმიტომ რომ მე მესმის რომ თქვენ ასრულებთ დავალებას. ჩვენ მხოლოდ იმასთან გვექნება პრობლემა, ვინც აგრესია გამოიჩინა „ტაბულას“ ჟურნალისტთან. გვესმის რომ ესეთი ცხოვრება მოვიდა, ბიძინა ივანიშვილი გაზით თავზე, გაძლევთ ბრძანებებს და თქვენც იძულებულები ხართ, რომ ეს ბრძანებები შეასრულოთ. გაიტაცეთ სცენა, დაიჭირეთ ჟურნალისტი და მიაყენეთ მას ფიზიკური შეურაცხყოფა. საქართველოს ხელისუფლება და მისი ბატონი ივანიშვილი არღვევს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს.“- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
„ტაბულას“ ხელმძღვანელის თქმით დაბრკოლებების მიუხედავად აქცია მაინც ჩატარდება და ის იმაზე უფრო ხალხმრავალი იქნება ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ:
„აქცია ჩატარდება, აქცია იქნება ხალხმრავალი კიდევ უფრო ვიდრე უნდა ყოფილიყო, რადგან როგორც წესი რაც მეტია წინააღმდეგობა მით მეტია პირიქით წინააღმდეგობაც, სულ რომ ვერ დავდგათ სცენა, თორმეტი სკამია, კარგად შეეფერება იმას და 12 სკამზე დავდგებით.“- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






