ქართველი ჯარიკაცების შესახებ გერმანულმა "Bundeswehr" სიუჟეტი მოამზადა (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:10, 18 Jul, 2015     3294


გერმანიის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ინტერნეტტელევიზიამ ავღანეთში ქართული ასეულის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. გერმანული არხის მიერ გადაღებულ ვიდეოში საუბარია მაზარ-ი-შარიფში მყოფ ქართველ სამხედროებზე, რომლებიც გერმანული ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში მსახურობენ. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია.

მათი სამოქმედო არეალი ავღანეთია, სამშობლო - საქართველო, ქვეყანაკი, სადაც მისიაში გამგზავრებამდე მომზადებას გადიან - გერმანია. მისიაში მონაწილეობით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს და ქართულ-გერმანული თანამშრომლობაც მყარდება.

ქართველი სამხედროები დაახლოებით 30 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ფართობზე ყოველდღიურად პატრულირებენ. მისიის შესახებ გაძლიერებული ასეულის მეთაური, მაიორი ვახტანგ ბეგოიძე საუბრობს: „ჩვენს ერთ-ერთ მოვალეობას სამოქმედო ზონაში ინტენსიური პატრულირება წარმოადგენს. პატრულირებას 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა ტრანსპორტის საშუალებით ვახორციელებთ. საპატრულო რაიონი მუდმივად კონტროლდება“.

ავღანეთის მისიისთვის მომზადება 130-მა ქართველმა სამხედრომ გერმანიაში გაიარა. ხუთი თვის განმავლობაში მათ პატრულირებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აითვისეს. ისინი „ბუნდესვერის“ ქვედანაყოფებთან ერთობლივ წვრთნებშიც მონაწილეობდნენ.

მაიორი ვახტანგ ბეგოიძე გერმანიაში გატარებულ პერიოდს იხსენებს: „დროის ძირითად ნაწილს „ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე ვატარებდით. რამდენიმე კვირის განმავლობაში „ჰამელბურგშიც“ ვიმყოფებოდით, ბოლო დღეები კი საბრძოლო მომზადების ცენტრში გავატარეთ. მე და ჩემს ჯარისკაცებს მიგვაჩნია, რომ გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი, ინტენსიური და საინტერესო წვრთნები გავიარეთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მაღალი დონის ტრენინგები ქვეითებისთვის“.

გერმანული სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეას ჰანემანი ქართველი და გერმანელი სამხედროების თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ისინი სამხედრო თვალსაზრისით გამოცდილებას იღებენ, იზრდება მათი თავსებადობის დონე. ერთობლივი წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში ყოფნის დროს ქართველები გერმანული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.

გერმანელები და ქართველები მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, მარმალის სამხედრო ბაზაზე ასრულებენ მისიას. ტერიტორია ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარეობს, შესაბამისად, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ქართული ასეულის მეთაური ამბობს, იქ ყველაზე რთული, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნო მრავალეროვნული გარემოა: „ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, მაგრამ მეორე მხრივ - ძალიან სასიამოვნო პროცესი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42