ორგანიზატორების განცხადებით სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ.
აქციის ორგანიზატორების თქმით და შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს, რადგან კანონმდებლობა სცენის დადგმას ისევე ითვალისწინებს, როგორც ტრანსფარანტების გაშლას.
„გამომდინარე იქიდან, რომ აქციაზე მისვლის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ჩვენ შეტყობინება გავაგზავნეთ ხუთი დღით ადრე და მივუთითეთ აქციის ფორმაც, ანუ ჩვენ კანონმდებლობასთან ვართ პირნათელი. საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებას და არ გვადგმევინებს სცენას, რომელიც გამოხატვის ინტეგრალური ნაწილია“, - განაცხადა ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 18:00 საათზეა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






