"თეთრი ცხენით ან თეთრი ველოსიპედით თბილისში მეგობარი ქვეყნის გუბერნატორი შემოვა..." - მეჭიაური
პოლიტიკა - 10:26, 18 Jul, 2015     3052
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ბოლო სამი დღის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას გამოეხმაურა და ამ მოვლენაში კვლავ ეროვნული ბანკი დაადანაშაულა.

მეჭიაური გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას, ადმინისტრაციული ხარჯების არასაკმარისად შემცირებასა და არასაკმარისად გაზრდილ შემოსავლებთან დაკავშირებით. „ამ განცხადებით, აქედანვე აგუებენ მოსახლეობას, რომ მათი ბრალეულობა ამაში არაფერია და ლარი რომ გაუფასურდება მომავალში, არის მთავრობის უნიათო მუშაობისა და პარლამენტის უმრავლესობის ბრალი, რომელიც არასაკმარისად კვეცავს მმართველობით ხარჯებს“, - აღნიშნა მეჭიაურმა.

„ეს იმ პერიოდში ხდება, როცა სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, ლარი უნდა მყარდებოდეს. კერძოდ,ბიუჯეტში შემოდინებები ხორციელდება, მათ შორის დღგ-ის გადასახადი, მაგრამ ამ ფონზე ერთდღიანი სესხები იზრდება. ორი დღის წინ 75-მილიონი გაიცა, შემდეგ 340-მილიონი, 380-მილიონი ერთკვირიანი რეფინანსირების სესხი გუშინ დაემატა. ეს იწვევს ეჭვს, რომ სურთ, დახატონ სურათი, რომ მთავრობა არის უნიათო და რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ლარის კურსის დევალვაციას იწვევს. რა თქმა უნდა, ისინი ამას ხელს შეუწყობენ. შემდეგ კი ეს ხალხი ამხედრდება და „უნიათო“ ხელისუფლების გადაყენებას მოითხოვს. დაელოდებიან ფოთთან ბორანს და ბორანიდან თეთრი ცხენით ან თეთრი ველოსიპედით, ტრიუმფით თბილისში ხალხისგან მხადაჭერილი, მეგობარი ქვეყნის გუბერნატორი შემოვა“, - განაცხადა მეჭიაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42