პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები 80 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
პოლიტიკა - 10:19, 18 Jul, 2015     1496
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით 19-ის წინააღმდეგ მიიღო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ რედაქციული შინაარსის ის ცვლილებები წარმოადგინა, რომლებზეც ყურადღება კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს რიგგარეშე სხდომაზე გამახვილდა. კანონის პროექტით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით, ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს საბჭო, განისაზღვრება აღნიშნული საბჭოს ფუნქციები, ფორმირებისა და საქმიანობის წესი. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, კომერციული ბანკების ლიცენზირებას განახორციელებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. ებანოიძის განმარტებით, კანონის მთელ რიგ მუხლებში ეროვნული ბანკის ნაცვლად განისაზღვრება სააგენტოს ფუნქციები საფინანსო სექტორის საქმიანობაზე ზედამხედველობის ნაწილში.

განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევის საკითხს. ასევე სააგენტოში შიდა აუდიტორული სამსახურის შექმნა გადაწყდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და მისი პირველი მოადგილის თამაზ მეჭიაურის და ნოდარ ებანოიძის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა როგორც პარლამენტში, ასევე საბანკო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის თემად იქცა.

პრეზიდენტი საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს გამოყენებას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42