შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ახორციელებს იმ ღონისძიებებს, რასაც საჭიროდ თვლის.
ასე უპასუხა მინისტრმა „რეაქციის“ წამყვანის შეკითხვას, თუ რატომ არ ჩადიან ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში.
"დღეს იქ იყო ჩასული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ძალიან მნიშვნელოვანია. იქ იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ქვედანაყოფებით. ანუ ხელისუფლება ახორციელებს იმ ღონისძიებებს რასაც თვლის საჭიროდ რათა ადგილზე დაცული იყოს უსაფრთხოება. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადგილზე არ მიიღება, მიიღება სხვაგან და შესაბამისად, ჩვენ ვიმყოფებით იქ სადაც საჭიროა. მე რომ იქ ჩავსულიყავი, როდესაც ბანერს ხსნიდნენ ეს პროვოკაციულად იქნებოდა აღქმული. ბატონი ბესო თითქოს ვაჟკაცობას არ უჩივის და დამერწმუნეთ ომის დროს არც მე არ ვიყავი დამალული არსად. ადრენალინი მეც მყოფნის საკმარისი, რომ იქ ვიყო სადაც საჭიროა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






