მთვრალი რუსი "პრაპორშიკები" ავტომაგისტრალზე- დიმიტრი შაშკინი მომავალ საფრთხეებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:39, 17 Jul, 2015     3461
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მიერ გატარებულარასწორ პოლიტიკას უკავშირებს. როგორც დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა. მოქმედმა ხელისუფლებამ 2012 წელს აღნიშნული ტერიტორიიდან სპეცდანიშნულების ძალები გამოიყვანა და ამით ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებას და რუს სამხედროებს საშუალება მისცა პროვოკაციული ქმედებები უფრო ადვილად განეხორციელებინათ.

„იქ არსებული სიტუაცია არის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. როდესაც გაქვს არჩევანი ბრძოლასა და უღირსობას შორის და აირჩევ უღირსობას ყოველთვის მიიღებ ომს, ეს ჩემზე ბევრად ბრძენმა ხალხმა თქვა. სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ უღირსობა აირჩია და ახლა ჩვენ ვიღებთ ამ პოლიტიკის შედეგებს.

2012 წლამდე იქ იყო განლაგებული შსს-ს სპეცდანიშნულების ძალები და ეს იყო ერთგვარი პრევენცია ასეთი ნაბიჯებისგან. ეს ახლა რაც ხდება ბანერების დამონტაჟებით, ეს არის მარიონეტული ხელისუფლების და რუსი სამხედროების, იგივე ტერორისტების პროვოკაცია. მე ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა არ მესმის, მაგრამ ალბათ ჩვენმა ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების ძალები გამოიყვანა იმის გამო, რომ თითქოს ეს ნაბიჯი იქნებოდა რუსეთის მიერ აღქმული როგორც კეთილი ჟესტი. ჩვენ ზუსტად იმ მოსავალს ვიღებთ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წელს დათესა.“- განაცხადა შაშკინმა.

შაშკინის თქმით აუცილებელია რომ ამ პროცესებზე დაუყოვნებლივი რეაგირება დაიწყოს, ერთერთ ნაბიჯად კი შაშკინი პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მიიჩნევს.

„საფრთხე ახლა ბევრად უკვე გაზრდილია, ჩერჩილმა თქვა, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას სცემს პატივს, მან ასევე თქვა, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმების ფასი იგივეა, რაც იმ ქაღალდის ფასი, რომელზეც ეს შეთანხმებაა დაწერილი. ახლა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი უუნარო პოლიტიკის გამო ბოროტების იმპერიის გარდა ახლა უკვე მივიღეთ ცხინვალის გათამამებული მარიონეტული რეჟიმი და რუსი „პრაპორშიკებიც“. მე ვამბობდი რომ ჩვენი მხრიდან დათმობები, ცხინვალის რეჟიმის მიერ აღქმული იქნებოდა, როგორც ჩვენი სისუსტე. თუ ადრე ჩვენ რუსეთის იმპერიას ვებრძოდით, ახლა დაემატა მთვრალ რუსი პრაპორშიკებთან და მათ მარიონეტებთან ბრძოლაც.

ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა პოლიტიკას მოშორდეს მოღალატე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც გაუგებარია ვის ინტერესებს იცავს, ვგულისხმობ ზაქარეიშვილს და ამ პროცესებზე რეაგირება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მთვრალ რუს "პრაპორშიკებს" გორი-თბილისის ავტომაგისტრალზეც ვნახავთ.

აგვიხსნას ხელისუფლებამ რას ნიშნავს მათ მიერ გაცხადებული რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ამაში იგულისხმება მწვანილის გატანა და მოსკოვში ტაშფანდური? „- აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42