რატომ არ მოხდა გამყოფი ხაზის მიმდებარედ დარჩენილი ქართული მიწების დარეგისტრირება?
სოც.მედია - 15:13, 17 Jul, 2015     1254
,,დემოკრატიული მოძრაობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობას უნდა აღერიცხა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ დარჩენილი სახნავ-სათესი და საკარმიდამო მიწებ და უნდა მომხდარიყო მათი დარეგისტრირება, რათა ოკუპანტის მიერ ქონების მიტაცებით გამოწვეული ზიანის დათვლა შესაძლებელი ყოფილიყო. მუხრან ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

,,გახსოვთ მთავრობას მოვუწოდებდი აღერიცხა დევნილი მოსახლეობის ქონება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სახნავ-სათესი თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედაა დარჩენილი სასწრაფო წესით უნდა დაერეგისტრირებინა. ეს მოგვცემდა ოკუპანტის მიერ ქონების მიტაცებით გამოწვეული კონკრეტული ზიანის დათვლის საშუალებას, რაც გააადვილებდა დაზარალებული მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხის გამოთვლას.

ის მატერიალური ზიანი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მიადგათ უნდა აანაზღაუროს ოკუპაციის განმახორციელებელმა მხარემ. ვეჭვობ, რომ მთავრობა მხოლოდ რუსეთის "არგაღიზიანების" პრინციპით მოქმედებდეს, რადგან გახსოვთ ჩემს მოწოდებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოჰყვა განცხადება, რომ თითქოს "62 ერთეული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა", რაც აღმოჩნდა, რომ არ შეესაბამება სიმართლეს.

ხელისუფლებამ კიდევ ერთი კითხვა გააჩინა - არის თუ არა მისი უმოქმედობა განპირობებული იმით, რომ ისინი წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას რუსეთის სამომავლო გეგმებზე, რაც ახალი ტერიტორიების მითვისებას გულისხმობს.

ასე კი გაცილებით მძიმე სურათი გვაქვს სახეზე - ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ოკუპანტთან თანამშრომლობს.

წინ არის შემდეგი სახის საფრთხეები;

1. ოკუპაცია გრძელდება და ამას ვეგუებით;

2. მდგომარეობა მწვავდება და მივდივართ სამხედრო კონფლიქტამდე;

3. მთავრობა მიდის განსაკუთრებით მძიმე დათბობებზე და ვთანხმდებით შეზღუდული სუვერენიტეტის სტატუსს - რუსეთის მიერ დადგენილ "ახალ რეალობას", რაც ქართული სახელმწიფოს არარსებობას ნიშნავს.

თუ ზემოხსენებულ კითხვას პასუხი და არა მხოლოდ განცხადებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით არ გაეცა, გვრჩება ერთადერთი გზა - დაუყოვნებლივ შევცვალოთ რეჟიმი და დავითხოვოთ არალეგიტიმური ხელისუფლება“ - წერს მუხრან ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42