"წმინდა მიწა ებრაელებამდე რუსებს ეკუთვნოდათ" - მორიგი რუსული იმპერიალისტური მარაზმი
სოც.მედია - 14:11, 17 Jul, 2015     3017

სოციალურ მედიაში გავრცელდა ანდრეი ბულგაროვის მიერ გავრცელებული "რუსეთის ისტორიის ერთიანი სახელმძღვანელოს" ერთერთი გვერდის ფოტოსურათი, სადაც აღნიშნულია, რომ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის სკოლების მე-4- მე-5 კლასებისთვის არის განკუთვნილი, წერია, რომ წმინდა მიწა ებრაელებამდე რუსებს ეკუთვნოდათ.

სურათზე შემოხაზულ ციტატაში ვკითულობთ:

„ჩვენს წელთააღრიცხვამდე 1250 წელი. იუდეველების მიერ ძველირუსული ქალაქის „რუსკა ასელიას“ (რომელიც ვოევოდა კიანმა დაარსა) დაპყრობა და მისთვის იერუსალიმის დარქმევა. მთა-სიანისა და იავის ტაძრისათვის სახელის გადარქმევა იაჰვეს ტაძრად და სიონის მთად.“

(«1250 год до нашей эры. Завоевание иудеями древнерусского города «Русска Оселя» (основанного воеводой Кияном). И переименование его в Иерусалим. Переименование Сиян-горы и храма Яви в храм Ягве на горе Сион.»)

ავტორი წერს, რომ ისტორიის ამგვარი დამახინჯება უკვე განუკურნებელ იმპერიალისტურ მარაზმად იქცა:

1. „ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1250 წელი. ებრაელების მიერ უძველესი ქალაქის „რუსკა ასელიას“ დაპყრობა და მისთვის იერუსალიმის დარქმევა.“ აქედან გამომდინარე, რუსეთი ებრაელებსა და რომაელებზე ძველი ერი გამოდის, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინელებსა და პოლონელებზე.

2. რუსული იავის ტაძრის იაჰვედ გადარქმევა - ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი არა მხოლოდ სპილოებისა და ვლადიმერ პუტინის სამშობლო, არამედ მონოთეიზმის აკვანია. სწორედ რუსეთიდან გავრცელდა იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. რუსი ხალხი „ღვთის ხალხად“ ითვლებოდა მანამ, სანამ ებრაელებმა წმინდა მიწა არ წაართვეს. უფალს "აღთქმის ფილები" არა ებრაელთათვის, არამედ რუსებისთვის გადაუცია. რუსეთი იუდაიზმისა და ბიბლიის აკვანიც გამოდის, რომელიც ებრაელებმა რუსულ ტაძარში იპოვეს და მოიპარეს. რუსი ხალხი უძველესი ერების „უფროსი ძმაა“, მხოლოდ ჩინეთის, ირანისა და ინდოეთი ტყუპი გამოდის.

3. სიანის მთის სიონად გადარქმევა - მთების სახელის გადარქმევა კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ იერუსალიმი, არამეთ მთელი წმინდა მიწა რუსეთს ეკუთვნოდა. მისი პირველი მოსახლეობა არა ებრაელები ან არაბები არიან, არამედ - რუსები.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "რუსეთის ისტორიის ერთიანი სახელმძღვანელოს" შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. მას არ მოსწონს, რომ რუსეთის საჯარო სკოლებში ისტორიისა და რუსული ენის და ლიტერატურის სხვადასხვა სახელმძღვანელოთი ასწავლიან. მისი განცხადებით, სახელმძღვანელოები თავისუფალი უნდა იყოს ისტორიული ფაქტების ორმაგი გაგებისაგან.

"ნიუპოსტი" ეცადა გაერკვია, რამდენად შეესაბამება ეს ფოტოსურათი და მასზე განთავსებული ციტატა სინამდვილეს, არის თუ არა ეს ვაიპატრიოტი ველიკოდერჟავული რუსი ისტორიკოსის ნაშრომი, თუ მას უკვე აქვს ოფიციალური ვიზირება.

როგორც გაირკვა, სახელმძღვანელოს ავტორია რუსეთში ცნობილი ანტიდასავლელი ისტორიკოსი პლატონოვი და მას რეკომენდაციას უწევს ველიკურუსული იმპერიის მოტრფიალე ნიკოლაი სტარიკოვი. ჩვენ რამოდენიმე საიტზე (http://www.aboutru.com; http://alfanews.com.ua; http://joinfo.ua) ვნახეთ ეს ფოტოსურათი და აღნიშნული მასალა.ოფიციალური რუსული საიტები ჯერჯერობით ამ ფაქტის შესახებ დუმან. ჩვენ თვალს მივადევნებთ აღნიშნულ საკითხს და მკითხველს დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42