,,ზაქარეიშვილი და მისი რესპუბლიკური ხროვა ამ ტერიტორიების რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობს“ - მალხაზ პატარაია
პოლიტიკა - 12:48, 17 Jul, 2015     1500
რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევას და მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია.

,,თინა ხიდაშელი შეხვდა პრეზიდენტს საფრანგეთიდან შეძენილი თავდაცვითი სისტემების მნიშვნელობის განსამარტავად და თანაც აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმოებაა და საჯაროდ ამაზე ვერ ილაპარაკებს. ამ საუბარს ესწრებოდა მისი თანაპარტიელი ივლიანე ხაინდრავაც, რომელიც რატომღაც პრეზიდენტის -უმაღლესი მთავარსარდლის ადმინისტრაციაში არის მოკალათებული. ვისგან არის საიდუმლო ეს ამბავი. რაც კრემლოიდმა რესპუბლიკელებმა იციან, დაწვრილები ეცოდინება რუსეთს და არა მარტო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ვის ატყუებენ ეს თაღლითები? რატომ იტყუებს თავს პრეზიდენტი?

იმავდროულად მათი თანაპარტიელი პაატა ზაქარეიშვილი ისევ გულმოდგინედ უკირკიტებს ოკუპაციის კანონს და ახალ ავადმყოფურ კაზუისტიკაში გადაიჭრა. თურმე, რასაც რუსები აკეთებენ ლეგიტიმურია ამ კანონის საფუძველზე და ამ კანონის გამო ოკუპირებულ ტერიტირიებზე არაფერი გვესაქმება. ძნელია სერიოზულად უპასუხო ამ ბოდვებს.

ოკუპაციის კანონი ადგენს რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმს და ამ ტერიტორიების დეოკუპაციიისაკენ არის მიმართული. კანონი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით ზედმიწევნით კარგად არის შედგენილი. ემყარება საერთაშორისო სამართლისა პრინციპებს და ევროპის სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებს ცნობილი ქრესთომატიულ საქმეებზე.

რა ვერ გაიგო ზაქარეიშვილმა? კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ოკუპანტის ყოფნა ამ ტერიტორიაზე არის უკანონო, შესაბამისად, ყველა ბანერი, მავთულხლართი, რუსეთის ჯარი, ადგილობრივი მარიონეტული ადმინისტრაციაც,-ყველაფერი ეს უკანონოა. ეს განუყოფელი საქართველო ტერიტორიებია და უნდა დავიბრუნოთ. ხოლო იქ თუ ვინმეს რაიმე ესაქმება, სწორედ საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერია. ეს არის ამ კანონის დებულებები სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, მისი არსი და სულისკვეთება. სწორედ ეს არ აწყობს რუს ზაქარეიშვილს. ის ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობაზე და რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობს ისევე, როგორც მთელი მისი რესპუბლიკური ხროვა.

მე კიდევ ვოცნებობ საქართველოზე, სადაც რესპუბლიკური სექტის ბურდღა აღარ იქნება!“ - წერს პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42