„ამ ეტაპზე ალტერნატიული პირადობის მოწმობების შემოღება ვერ ხერხდება. ეს არ არის ვინმეს ახირება. უბრალოდ ჩვენ ისეთ რთულ პროხესში ვართ, რომ პირადობის დოკუმენტები უნდა გვქონდეს წესრიგში. თუკი ვიზალიბერალიზაციის გზაზე უნდა ვიაროთ. მომდევნო მინისტრი ალბათ თვითონ გადაწყვეტს, მე სანამ ვარ მინისტრი არ მაქვს უფლება, რომ ისეთი რამ გავაკეთო დოკუმენტების დარგში, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალო. არის საშინაო დავალებების რამდენიმე ბლოკი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს , პირველი ბლოკი ეხება უსაფრთხო დოკუმენტებს, ეს მთლინად შესრულებულად ჩაითვალა. ეს პირადობის დოკუმენტი რაც დღეს არის არის უსაფრთხო, მისი გაყალბება შეუძლებელია. ევროპა არ უშვებს თავის საზღვრებში ისეთ ადამიანს, რომლის ქვეყანაშიც დოკუმენტების სისტემა მოუწყობელია. ძველი პირადობა შეიძლება ადვილად გაყალბდეს, დაიხევა, შეიძლება ფოტო სხვა ჩააკრა. ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი რატომ არის ეს დოკუმენტი მიუღებელი, ვერ მოვისმინე. „არ მინდა და მორჩა“- არაა.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით აიდი ბარათების საწინააღმდეგო აქცია საპატრიარქოს მხარდაჭერით არ ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






