რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, ცეცხლი უნდა გაეხსნა? ხომ ვნახეთ რა მოჰყვა ამას 2008 წელს?- თალაკვაძე
პოლიტიკა - 20:47, 16 Jul, 2015     1776
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ე.წ საზღვართან ოკუპანტების მიერ საქართველოს დროშის ჩამოხსნის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში სახელმწიფოს ქმედება ადეკვატურია და მთავრობა ცდილობს სიტუაცია აკონტროლოს და პროვოკაციას არ აყვეს. თალაკვაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოწინააღმდეგეს ქართული დროშის დაბრუნება და ბანერების უკან წაღება აუცილებლად მოუწევს

„ჩვენ ამ ვითარებას ადეკვატურად ვაფასებთ, სიტუაცია კონტროლირებადია , ჩაინიშნა ორშაბათს რიგგარეშე სხდომა ინციდენტების პრევენციის ფორმატში, რომელზეც ამ საკითხების განხილვა ძალიან პრინციპულად მოხდება. ასევე ადგილზე არის სპეცდანიშნულების რაზმი და შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია და ისინი იცავენ ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოებას. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ და სხვა ქართული დროშის დაბრუნება და ბანერების უკან წაღება აუცილებლად მოუწევს ჩვენს მოწინააღმდეგს. რაც შეეხება დროშის ჩამოხსნის ფაქტს, რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ასეთ შემთხვევაში იმის გარდა, რასაც ვაკეთებთ, ცეცხლი უნდა გაეხსნა ამ ადამიანების მისამართით? თუ საბრძოლო მოქმედებები დაეწყო? ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ რა მოჰყვა ამას 2008 წელს? ამ გზაზე ჩვენ ისევ არ წავალთ, ეს მწარე გაკვეთილი გვახსოვს.

ჩვენი ხელისუფლება მსგავს ინციდენტებს უპირისპირდება იმ მეთოდებით, რომელიც არის აპრობირებული და მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ეს არის პირველ რიგსი დიპლომატია, ეს არის ეკონომიკური განვიტარების პროექტები და მოსახლეობის გაძლიერება ადგილზე, ეს არის საერტაშორისო თანამეგობრობის მეტი მობილიზაცია და რათქმა უნდა ჩვენი ადგილის მოპოვება ნატოსა და ევროკავშირში“- განაცხადა არჩილ ტალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42