საოკუპაციო ხაზთან ანდრო ბარნოვის და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ფაქტს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ქცევას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ანდრო ბარნოვმა შეურაცხყოფა მიაყენა და შელახა საკუთარი პოლიციის ღირსება:
„ბატონი ბარნოვის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო ქცევა, ჩემთვის ეს იყო დიდი სიყალბის გამოვლინება, როდესაც ის ერთის მხრივ ცდილობდა პატრიოტულ ტალღაზე წარმოეჩინა თავი და მეორეს მხრივ შეურაცხყოფას აყენებდა და შელახა საკუთარი პოლიციის ღირსება, რომელიც მთელ პერიმეტრზე, მთელი ეს პერიოდი იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომლის ხელისუფლებამაც, სხვათა შორის, კოდორის ხეობა, საკუთარი მოსახლეობა, მრავალი ქართული დროშა და ტექნიკა მიატოვა უცერემონიოდ და უაპელაციოდ, ისე რომ ერთი სიტყვაც და ერთი არგუმენტიც არ დასცდენია საკუთარი მოსახლეობის წინაშე და დღეს ეს ადამიანი ჩადის საზღვარზე და საკუთარი პოლიციის წარმომადგენელს აყენებს შეურაცხყოფას და თან ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს ამ ინციდენტის გამო. ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი და მე მოვუწოდებ ბატონ ბარნოვს და ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც დაინტერესებულია ამ პროცესებით, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის პროვოკაციებისგან“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ანდრო ბარნოვი დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმყოფებოდა. მან აღნიშნულ ტერიტორიაზე მომსახურე სამართალდამცავები უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა პოლიციას საქართველოს დროშა ცხვირწინ მოუხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






