ანდრო ბარნოვის თქმით, დღეს საქართველოს დროშა ხუთმა ოკუპანტმა ჩამოხსნა ისე, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმოამდგენლებს მათთვის ხელის შეშლაც კი არ უფიქრიათ, ბარნოვი მომხდარს საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ უმოქმედობას უკავშირებს.
"დღეს რაც ხდება, ეს არი ჩვენი სახელმწიფოს არარსებობის შედეგი. ქართული სახელმწიფო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. არ ფუნქციონირებს სახელმწიფოს არცერთი უწყება, ჩვენი ქვეყანა დღეს არის დაუცველი და ეს არის ფაქტი. დღეს პოლიციას ცხვირწინ მოუხსნეს ოკუპანტებმა საქართველოს დროშა, ეს გააკეთა ხუთმა ოკუპანტმა. მათ გამოიარეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სიღრმეში ისე, რომ არავინ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიას რუსები და ოსები არ აკონროლებენ.
ამ შემთხვევაში შეუძლებელია დაადანაშაულო კონკრეტული პოლიციელი. პრობლემები დაწყო მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი, მან მოხსნა სპეცრაზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ტერიტორიის დაცვას. შეამცირეს პოლიციის პოსტები, კონტრდაზვერვა პრაქტიკულად შეაჩერეს. მე ჯერ კიდევ გუბერნატორი ვიყავი არჩევნების შემდეგ პერიოდში, როდესაც კონტრდაზვერვის თანამშრომლები ამ ტერიტორიაზე აგრძელებდნენ მუშაობას და აგზავნიდნენ მონაცემებს, მაგრამ უკან მოდიოდა ნულოვანი რეაგირება. ივანიშვილმა დემონსტრაციულად გააჩერა ქართული სახელმწიფო. ყველა უწყება, რომელიც საქართველოს თავდაცვას უზრუნველყოფდა მოხსნეს ამ ტერიტორიიდან. დატოვეს მხოლოდ შემცირებული საპოლიციო პოსტები, რომლებსაც ვერ მოსთხოვ უზრუნველყონ თავდაცვითი ფუნქციები.
2008 წლის ომის შემდეგ გაივლო ზოლი, რომლის მიხედვითაც რუსმა ოკუპანტებმა კიდევ უფრო უკან უნდა დაიხიონ, ამის მაგივრად კი ისინი კიდევ უფრო წინ მოიწევენ. საქართველოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ტერიტორია, რომელიც 12 აგვისტოს შემდეგ დარჩა ჩვენი კონტროლის ქვეშ აკონტროლოს ეფექტურად. მაგრამ ამას ივანიშვილი არ აკეთებს მიზანმიმართულად. მას უნდა, რომ არჩევნები ჩაატაროს რუსული ავტომატების ქვეშ.
საქართველომ უნდა გაატაროს რეალური ღონისძიებები და უნდა აღდგეს სახელმწიფო უწყებების ფუნნქციონირება ამ ტერიტორიაზე. აღარ ვსაუბრბ იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არაფერს არ აკეთებს. რამდენი რამ მოხდა ბოლო დროს ისეთი, რისი გამოყენებაც ქვეყანას ეფექტურად შეეძლო, ეს არის რეალობა.
ნამდვილად არ ვაპირებთ მე და ბევრი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ამ უუნაროებს და ამ ბანძებს დავუტოვოთ ქვეყანა საჯიჯგნად. ჩვენი ხელისუფლება მიმდინარე პროცესების გადაფარვას არაფრისმომცემი და ყალბი მოლაპარაკებებით შეეცდება. მთავარია, რომ საზოგადოებამ ამოიღოს ხმა და აიძულოს ხელისუფლება, სანამ სკამებზე სხედან, საქმე აკეთონ და მეორე რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ეს ადამიანები ჩამოვაგდოთ ამ სკამებიდან,"-განაცხადა ანდრო ბარნოვმა "ნიუპოსტთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






