ე.წ სამხრეთ ოსეთი მზადაა, თანხის სანაცვლოდ ნავთობსადენის უსაფრთხოება უზრუნველყოს
პოლიტიკა - 17:01, 16 Jul, 2015     6193
ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მზად არის უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის უსაფრთხოება, იმ პირობით თუ British Petroleum-ი სატრანზიტო და მომსახურების საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ ოსურ მედიას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერმა დმიტრი ტასოევმა განუცხადა.

ტასოევის თქმით, იმის გაცხადებით, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენი საფრთხის ქვეშაა, საქართველომ ფაქტიურად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის რომ ამ განცხადებით მათ ფაქტიურად აღიარეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თუ თბილისი ამას დე იურედაც გააკეთებს, შეგვეძლება რომ ერთობლივად მოვახდინოთ საზღვრის დემარკაცია და ჩვენი სახელმწიფოების საზღვრის ხაზის დელიმიტაცია“- განაცხადა დე ფაქტო ვიცე სპიკერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარეს შეუძლია ნავთობსადენის უსაფრთხოების და მომსახურების თავისთავზე აღება, იმ პირობით თუ British Petroleum ხელშეკრულებას „გაზპრომ- სამხრეთ ოსეთთან“ გააფორმებს.

„მილსადენი მხოლოდ ახლა არ გაჩენილა ჩვენს ტერიტორიაზე, მილსადენთან დაკავშირებით აქამდე არავითარ ინციდენტს არ ქონია ადგილი. თუმცა ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ მმართველმა კომპანიამ თავისი ობიექტის დაცვისთვის და მომსახურებისთვის თანხა გადაიხადოს“- განაცხადა ტასოევმა.

ე. წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ორი მონაკვეთი, რომლის საერთო სიგრძე 1.6 კმ-ია. ნავთობსადენის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ნავთობსადენის მიმდებარედ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დააყენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42