მისი თქმით, ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი მთავრობას და პრემიერ არ ექვემდებარება.
"მთავრობის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციის შენობაში უნდა განთავსებულიყო ის უწყებები რომელიც მთავრობას ან პრემიერს ან მთავრობას ექვემდებარებოდა. შესაბამისად უშიშროების საბჭოს აპარატს მომართეს თხოვნით, რომ მეშვიდე სართული სადაც ჩვენ ვიყავით განლაგებულები დაგვეცალა, რადგან უშიშროების საბჭოს აპარატი მთავრობას არ ექვემდებარება. ამის შემდეგ იყო მოლაპარაკება ალტერნატიული შენობის მოძიებასთან დაკავშირებით მათ შორის იყო საუბარი ათონელის რეზიდენციაზე" - განაცხადა ახალკაცმა.
შეგახსენებთ, იმერლიშვილმა შესაბამისი წერილით 15 ივლისს პრემიერ-მინისტრის აპატრატს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. წერილში იმერლიშვილი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც სტრუქტურულად და ფინანსურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ამის შემდეგ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი წერილი სახელმწიფო მართვის ქონების სააგენტოსგან, რომელიც თარიღდება 13 ივლისით. წერილის თანახმად, ირინა იმერლიშვილმა მიიღო თანხმობა იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს გადაეცემოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია. თუმცა არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირინა იმერლიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე თანხმობა მიიღო, უარი თქვა აქ გადმოსვლაზე და უკვე გუშინ უარის წერილი გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






