ამერიკელი ჟურნალისტის ჯონ უინდოვერის თქმით, შეიარაღებული პირებიდან ერთ-ერთი პროცესის ვიდეოგადაღებას ახდენდა:
„ჩამოვედით, რომ ადგილზე შეგვემოწმებინა სიტუაცია, ვნახეთ 5-6 შეიარაღებული მამაკაცი, ორი მათგანი ნიღბიანი იყო ერთი მათგანი ვიდეოს იღებდა, არ ვიცით რა უნდოდათ“- განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა.
ფატქს ასევე შეესწრო რუსთავი ორის ჟურნალისტი გიორგი ჩადუნელიც, რომლის თქმითაც აღნიშნული პირები მათ ხელმძღვანელს ელოდებიან, რომელიც ქართველ პოლიციელებს უნდა გაესაუბროს:
„როდესაც აქ შემოვედით პოლიციელებმა რომლებიც თან გვახლდნენ, გვითხრეს, რომ ვერ მივიდოდით ბანერთან, რადგან იქ რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი იყო. ჩვენ ვიყავით აქ როდესაც გასაუბრება მოხდა ქართველ პოლიციელებსა და იმ შეიარაღებულ ადამიანებს შორის და რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ რუსი ჯარისკაცების ხელმძღვანელი მოვა და დაელაპარაკება ქართველ პოლიციელებს. უცნობია, ვინ არიან და რა უნდათ აქ“ - განაცხადა ჩაადუნელმა.
მასალის გამოყენების პირობები






