შს მინისტრი სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების გახსნას დაესწრო
პოლიტიკა - 14:53, 16 Jul, 2015     476

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთავში სასჯელაღსრულების N 16 დაწესებულების გახსნას დაესწრო. სასჯელაღსრულების დაბალი რისკის N16 დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ძირეული რეფორმების გატარებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდენ აშშ-ს ვისკონსინის შტატის წარმომადგენლები და ევროკავშირის ელჩი, რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ წარმატებებსა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში #16 დაწესებულების თანამშრომლებმა ვისკონსინის შტატში სწავლება გაიარეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს დაეთმო.

1048 მსჯავრდებულზე გათვლილ დაწესებულებაში რეკონსტრუქციის შედეგად, გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი ჰოლები, საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები. ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოს და სიმშრალეს ინარჩუნებს. დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია. საცხოვრებელის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდა სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე - ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები.

ინფრასტრუქტურა მოეწყო მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს. ხანგრძლივი პაემნებისთვის მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით. ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი ღია მოედნები და სპორტდარბაზი. დაბალი რისკის დაწესებულების ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს საწარმოო ზონაც, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42