ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ რუსეთთან სწორი პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ - პრემიერი
პოლიტიკა - 14:21, 16 Jul, 2015     1233
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერმა ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანი ამ პრობლემის მოგვარებაა, თუმცა მთავრობა ამასთან დაკავშირებით ხმაურიან პოლიტიკას არ ატარებს:

„მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, ვინაიდან ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და არც ერთ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვოკაციული გზით მოახდინონ რეგიონში სიტუაციის დაძაბვა“ - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები სააკაშვილის პოლიტიკის და 2008 წლის ომის შედეგია:

„ეს არის კიდევ ერთხელ შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა, ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც მოგვიტანა 25 ათასამდე ახალი დევნილი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და დამატებით დაკარგული ტერიტორიები. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით და ვუმკლავდებით აგერ უკვე მესამე წელია“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით მთავრობა რუსეთთან მიმართებაში კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებს. პრემიერმა ამ საკითხში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებასაც გაუსვა ხაზი:

„სწორედ ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ რუსეთთან სწორი კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყეთ სიტუაციის დეესკალაციას, რითაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის სტაბილურობას შევუწყეთ ხელი. მე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, კარგად გვახსოვს, როგორ კონსტრუქციულად და სწორად მოვიქეცით მაშინ, როცა სოჭის ოლიმპიადა გაიმართა, მაშინ ჩვენ უსაფრთხოების საკითხებშიც ვიყავით ჩართული ამერიკელებთან, ევროპელებთან და რუსებთან ერთად. მაქსიმალურად ფრთხილ დაკონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ამ საკითხებში არაფრის ფასად არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42