სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიში - მერია
პოლიტიკა - 14:11, 16 Jul, 2015     957

თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 5 ივლისს დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის ამოქმედების შედეგად, განაცხადი უკვე მიღებულია სტიქიით დაზარალებული 7 ოჯახისგან. სულ 37 ადამიანისთვის სპეციალურად გაიხსნა საგარანტიო ანგარიშები, სადაც მათთვის განკუთვნილი 1.657.453 ლარი უახლოესი დღეების განმავლობაში აისახება.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა 18 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც ხელმისაწვდომია 10 მილიონი ლარი. აქ გასაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდ ქართუს“ და მის დამფუძნებელს იმისთვის, რომ წესით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ჩარიცხავს 8 მილიონ ლარს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-მერმა თბილისის ბიუჯეტში ამ დროისთვის არსებული და უკვე გადანაწილებული თანხების შესახებ ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 15.959.000 ლარია გადანაწილებული. აღნიშნული თანხიდან 12.007.000 მობილიზებულია ცენტრალური ბიუეტიდან, 2.441.000 ლარი მერიამ შიდა რესურსის გადანაწილებით მიიღო, ხოლო კერძო სექტორიდან მობილიზებული 1.511.000 ლარითა და სხვა საბიუჯეტო რესურსებით გამგეობები დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების შეკეთებას უზრუნველყოფენ.

ამასთან, ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს ვინც შემოწირულობა გაიღო და თუნდაც 1 ლარი გადარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ასევე, ყველა კერძო კომპანიას, რომლებმაც დიდი ოდენობით შემოწირულობა განახორციელეს.

„სწორედ თითოეული თქვენგანის დახმარებით ხდება შესაძლებელი დაზარალებული 50-მდე ოჯახის მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფა,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42