"საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არის ჟურნალისტების უფლება და მათი რისკი" - თამარ კორძაია
პოლიტიკა - 13:55, 16 Jul, 2015     1240
უმრავლესობის დეპუტატის თამარ კორძაიას შეფასებით, ორჭოსანში ჟურნალისტების მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის გამართვა, მათი უფლება იყო და ამას მედიის წარმომადგენლებს კანონი არ უკრძალავს. როგორც კორძაიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, მსგავსი პროტესტის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, ის რისკებიც, რათა ამ ქმედებამ უფრო მავნე ზიანი არ მოიტანოს:

„მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბანერი ჟურნალისტებმა წააქციეს. ჟურნალისტებსაც აქვთ თავისი გამოხატვის თავისუფლება. თუ ჟურნალისტები იყვნენ რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩასული და მერე წააქციეს, ეს ბოლომდე თავსებადი არ იქნებოდა მათ პროფესიონალიზმთან. თუ ჟურნალისტები აქციის ჩასატარებლად იყვნენ ჩასული, ეს ცალკე თემაა. ამ საკითხის განხილვისას სწორედ ეს დეტალები უნდა იყოს გათვალისწინებული. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა არის ჟურნალისტების უფლება და მათი რისკი, თუ როგორ შეფასდება საზოგადოების მხრიდან მათი საქმიანობა, მაგრამ ამ გამოხატვის თავისუფლებას ჟურნალისტებს კანონი არ უკრძალავს. შესაბამისად, თუ ამას არც ის მედიაორგანიზაციები არ უკრძალავენ, რომელშიც მუშაობენ, ჩვენ მითუმეტეს ჟურნალისტების საქმიანობასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, მე ვფიქრობ რომ თითოეული მოქალაქე მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ამ საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა პროტესტი უნდა გამოვხატოთ რუსეთის მიმართ, ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ყველა ხელისუფლება, მათ შორის დღევანდელიც, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უნდა დგამდეს ქმედით ნაბიჯებს, ეს ცალსახაა, ყველა მოქალაქე უნდა აპროტესტებდეს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ გამოხატულ აგრესიას, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პროტესტმა და მოქმედებამ, უფრო მავნე ზიანი არ უნდა მოიტანოს. ჟურნალისტების ამ ქმედებას საბედნიეროდ უარყოფითი შედეგი არ ქონია.“- განაცხადა თამარ კორძაიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42