,,პატრიტიზმი, როგორც ვაჟა ამბობს, თითქოს დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი შეგნებული ადამიანი ვერ უარყოფს, მაგ. დედაენა, ისტორიული წარსული, ეროვნული ტერიტორია, ... პატრიოტიზმი ანუ ბერძნულად πατρίς, სამშობლო, ეს არის პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი მამულის მიმართ ანუ სიყვარული შენი ენის, მიწა-წყლის და მისი დაცვის სურვილი.... არავისთვის პატრიოტიზმის სწავლებას არ ვაპირებ, უბრალოდ ძალიან მოკრძალებულად მინდა ვიკითხო, რამე ფიცის მაგვარი ხომ არ არსებობს ჟურნალისტებისთვის, სადაც სამშობლოს ერთგულებაზე უარი უნდა თქვან პროფესიის მიღებისას? და მეორე, რომელი პროფესიის ადამიანების უნარ-ჩვევებში უნდა იყოს მოზღვავებულად პატრიოტიზმი? ისე ერთი ნამდვილად ვიცი, ერისთვის, სახელმწიფოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც პატრიოტულ სულისკვეთებას ჭარბად ავლენენ ის ადამიანები, ვინც საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობადები არიან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადამდებია და კარგია, რომ ამ პოზიტიურ ვირუს სწორედ ჟურნალისტები ავრცელებენ!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






