მისი განმარტებით, ირინა იმერლიშვილს ივლისის დასაწყისში შესთავაზეს, რომ გადასულიყო ათონელის რეზიდენციაში.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, უშიშროების საბჭოს მდივანმა თავდაპირველად შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
„როგორც კი ქონების მართვის სააგენტომ, ქონების განმკარგავმა უწყებამ მას ათონელის შენობაში გარკვეული ფართი გადასცა, უკვე მოვიდა ირინა იმერლიშვილის უარი ამ ფართში გადასვლასთან დაკავშირებით. მოტივი იყო ის, რომ ეს ფართი არ შეესაბამება საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს. ეს არგუმენტი ცოტა გაუგებარია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს შენობა არის გაწყობილი, მათ შორის ავეჯით და ელოდება როდის გადავა იქ ის სტრუქტურა, რომლისთვისაც თავის დროზე შენდებოდა“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, იმერლიშვილმა შესაბამისი წერილით 15 ივლისს პრემიერ-მინისტრის აპატრატს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. წერილში იმერლიშვილი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც სტრუქტურულად და ფინანსურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ამის შემდეგ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი წერილი სახელმწიფო მართვის ქონების სააგენტოსგან, რომელიც თარიღდება 13 ივლისით. წერილის თანახმად, ირინა იმერლიშვილმა მიიღო თანხმობა იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს გადაეცემოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია. თუმცა არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირინა იმერლიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე თანხმობა მიიღო, უარი თქვა აქ გადმოსვლაზე და უკვე გუშინ უარის წერილი გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






