ჟურნალისტ ნათია კობერიძის თქმით, რუსთავში 1980 წელს მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი დაშინების მცდელობა მოჰყვა.
ამის შესახებ კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ყურადღება, ყურადღება!
ჩემს მიერ შორეულ 80-იანებში რუსთვში მომხდარი ახალგაზრდა ქალის გახმაურებული და გამოუძიებელი გაუპატიურებისა და მკვლელობის ამბის გახსენებას ჩემი დაშინების მცდელობა მოყვა. ეს წუთია დამირეკა ქვემო ქართლის პროკურორმა ზურაბ მატკავამ და გამლანძღა, როგორ გავბედე და ეს სისულელე გამოვაქვეყენე. თან თურმე გოგოს სახელი შემშლია და ასაკი.
სსრკ ხო არ დამთავრდა ამ ბედკრულ ქვეყანაში და იმ საშჲნელ საქმეს ისევ ეზრდება გრძელი ხელები.
P.S. ამ ამბის გახსენებას ბევრი ჩემს ინბოქსში გამოეხმაურა“, - წერს კობერიძე.
შეგახსენებთ, კობერიძემ რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






