"მე ვამაყობ ამ ჟურნალისტებით" - ანი მიროტაძე ორჭოსანში გამართულ საპროტესტო აქციას ემხრობა
პოლიტიკა - 13:10, 16 Jul, 2015     1412
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის თქმით, ჟურნალისტების მხრიდან ოკუპაციის გაპროტესტება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. როგორც მიროტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, ის ამ ადამიანებით ამაყობს:

„ყველა ადამიანს პროფესიის მიუხედავად აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია, ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება მისი სამშობლოს ოკუპაციას. არა მხოლოდ უფლება აქვს, არამედ ყველა ადამიანის ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესებისთვის იდგეს იქ, სადაც უნდა იდგეს. ქართველი ჟურნალისტების მხრიდან ოკუპაციის გაპროტესტება იყო აბსოლუტურად სწორი. მე ვამაყობ ამ ადამიანებით, ამ ჟურნალისტებით და მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად მოიქცნენ. არანაირ დანაშაულს ადგილი არ ქონია, როდესაც ადამიანები თავის სამშობლოს ინტერესებს იცავენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ღირებულება“ - განაცხადა მიროტაძემ.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, იმისდა მიუხედავად, რომ ის რუსეთს მტრად თვლის, მიაჩნია რომ მტერთან ლაპარაკიც საჭიროა, ამიტომ ის აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას არ ემხრობა:

„მე ვთვლი, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ უნდა გაუქმდეს, იმის მიუხედავად რომ ველაპარაკებით მტერს, მტერთან ლაპარაკიც საჭიროა. ამას აბაშიძე კარასინის ფორმატს დავარქმევთ თუ სხვა რამეს, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები მაქვს, მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის აღსადგენი, ტერიტორიები არის გასათავისუფლებელი და თუ რამე ბერკეტები არსებობს ამისთვის, ყველა ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული“- აღნიშნავს ანი მიროტაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დრის წინ ორჭოსანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის განთავსება, ადგილზე ჩასულმა ჟურნალისტებმა გააპროტესტეს. მათ აღნიშნული ბანერი მოაძრეს და გადააგდეს. ჟურნალისტების აღნიშნულმა ქმედებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადებით მედიის წარმომადგენლები პოლიტიკურად მიუკერძოებულები უნდა იყვნენ. მათ ჟურნალისტების ქმედება პოლიტიკურად ანგაჟირებულად შეაფასეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42