რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, კალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუცილებელია მომხდარზე საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული .
"არ ვიცი საერთოდ ვინ არის ეს პიროვნება და რას წარმოადგენს. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ძალიან მკვეთრი განცხადებები და კიდევ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ვგმობთ იმ ქმედებებს, რაც ე.წ საზღვრის პირას ხდება. ძალიან მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მისიებს და დიპლომატიურ კორპუსს“ - განაცხადა კალაძემ.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენლის - მურატ ჯიოევის განცხადებით, ე.წ საზღვართან მიმდინარე საპროტესტო აქციები დაგეგმილი პროვოკაციაა და ცხინვალმა ევროკავშირს ამ თემასთან დაკავშირებით ერგნეთში ვადამდელი შეხვედრის მოწყობა სთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






