„პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მას სურს საქმიანობის გაგრძელება რეზიდენციაში, რომელიც მდებარეობს აბდუშელიშვილის ქუჩაზე ანუ იქ, სადაც გიორგი მარგველაშვილია. ხოლო უშიშროების საბჭოს აპარატი სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებისთანავე დაიწყებს გადასვლას ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში“, - ნათქვამია წერილში.
ამის შემდეგ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი წერილი სახელმწიფო მართვის ქონების სააგენტოსგან, რომელიც თარიღდება 13 ივლისით. წერილის თანახმად, ირინა იმერლიშვილმა მიიღო თანხმობა იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს გადაეცემოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია. თუმცა არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირინა იმერლიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე თანხმობა მიიღო, უარი თქვა აქ გადმოსვლაზე და უკვე გუშინ უარის წერილი გაავრცელა.
„ჩვენ თანახმა ვიყავით ნებისმიერ ადეკვატურ შენობაზე, რომელსაც თვითონ შემოგვთავაზებდა მტავრობის ადმინისტრაცია. მიმოწერა არის ნამდვილი და შემოთავაზებულ წინადადებებს შორის იყო ათონელის რეზიდენციაც. თუმცა როგორც ბოლო წერილიდან ჩანს, როდესაც საბჭოს მდივანი ადგილზე გაეცნო პირობებს, რომელიც არსებობდა ათონელის რეზიდენციაში, მივხვდით, რომ ამ შენობაში სრულყოფილად ვერ ვიფუნქციონირებდით. ეს გახდა უარის მიზეზი“, - ამბობს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას უშიშროების საბჭოს აპარატის პრესსამსახურის უფროსი გიორგი ახალკაცი.
შეგახსენებთ, წერილობითი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ირინა იმერლიშვილი თანახმა იყო, უშიშროების საბჭო ათონელის რეზიდენციაში გუშინ საინფორმაციო სააგენტო for.ge-მ გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






